აბა, გაბედონ ერთი და მიეკარონ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ნიკა მელიას დააკავებს, უარესს მიიღებს, ვიდრე გავრილოვის დღეს იყო.

“გავრილოვის შემომყვანი ხომ არ უნდა დაისაჯოს სამართლებრივად, თუ პატრიოტი, რომელმაც გააპროტესტა რუსი ოკუპანტის საკანონმდებლო ორგანოში შემოსვლა. აბა, გაბედონ ერთი და მიეკარონ, უარესს მიიღებენ, ვიდრე გავრილოვის დღეს იყო. მაინტერესებს, აღვირახსნილი ხელისუფლება რა უფლებით თხოვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გირაოს გადახდას”,– ამბობს ჩარკვიანი ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, გირაოს გადახდის ვადა ნიკა მელიას დღეს ეწურება. ის გადახდას არ აპირებს.