აბსოლუტური მატყუარაა, ვინც 200 ლარზე მეტ ზრდას ჰპირდება პენსიონერებს – ლილუაშვილი კუპრაძეს

‘აბსოლუტური მატყუარაა, ვინც 200 ლარზე მეტ ზრდას ჰპირდება პენსიონერებს” – ასე პასუხობს, გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი, პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება.

“რა ბუღალტერია, ბიჭო! პენსიების ზრდაზე ლაპარაკობ, რა ბუღალტერიაზე მელაპარაკები. რას გააორმაგებთ, ბიჭო! მომისმინე, ირაკლი, გეტყვი ახლა, რას გაორმაგებ, 7 მილიარდი არის ახლა დაახლოებით, ცოტა მეტი, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის […] შენ მეუბნები, რომ მე 4 წელიწადში ახალ დამატებით 7 მილიარდს გავაჩენ ბიუჯეტში, რითი? რომ მოგაქვს მაგალითად, ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს შევუწყვეტ ხელშეკრულებასო, სად მიგყავს ეგ დაუსაქმებელი ადამიანები მერე? ისევ სოციალურ სისტემაში არ მოგყავს? ნაცარს ნუ შეაყრი თვალებში, ეს არის ყველაზე მოწყვლადი ხალხი… 200 ლარით მეტ ზრდას ვინც დაჰპირდება პენსიონერებს, ის არის აბსოლუტურად მატყუარა, მეტი არაფერი.[…] 1 000-ლარიან პენსიამდე რომ აიყვანო პენსია, 600 ლარი გჭირდება დამატებით, ამაში ხომ მეთანხმები? 600 ლარით რომ გაზარდო, დაახლოებით 7 მილიარდი ლარი გჭირდება (პენსიონერების რიცხვის ზრდის ჩათვლით)… დღევანდელი 28 მილიარდი სინამდვილეში 25-ია, 28-ც რომ იყოს, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი იცი, რამდენია?”- განაცხადა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.