მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას და ბრალდებებს, ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში და მანამდეც, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, განცხადებაც გავავრცელეთ, გახსოვთ, მედიაში გავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე პროტესტის ნიშნად დავტოვე თითქოს პარტია და გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მითუმეტეს, კრიზისის დროს, იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, ამ ფონზე მე დავტოვე პარტია – ეს არის აბსურდი.

მე ვინც მიცნობს და მე მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები, ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და რა თქმა უნდა, ამ წესებს არასდროს გადავუხვევ.

ასე გამოეხმაურა რუსთავი 2-თან საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მან პარტია დატოვა.