სამცხე-ჯავახეთში, აბულის მთაზე მეხი ცხვრის ფარას დაეცა და 530 ცხვარი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია გამოცემა JNEWS ავრცელებს.
დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი, ფერმერებს კახეთიდან.
ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც საძოვრად აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უშვებს.
ფერმერს მწყემსმა 9 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკა და აცნობა, რომ მეხმა ორჯერ დაარტყა ფარას და ცხვარი დაეცა.