რუსული კანონის ფარგლებში რეგისტრაციისთვის სამინისტროს 476-მა ორგანიზაციამ მიმართა. რეგისტრაციის ვადა დღეს 2 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. შესაბსმისი ინფორმაცია იუსტიციის მინისიტრის მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა გაავრცელა. უწყებების ცნობით, საქართველოში დაახლოებით 30 000 ა(ა)იპარის დარეგისტრირებული.
“ამ დროისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი განცხადებით მომართული აქვს 476 მსურველს, რომ დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა განმცხადებელთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ რეესტრში რეგისტრაციისათვის. უნდა ითქვას ისიც, რომ აუცილებლად ყველა მონაცემი გადამოწმდება კანონის ყველა მოთხოვნათა სრული დაცვით”- თქვა ტყეშელაშვილმა.