“ახალი კანონი არაერთი მხრივ არის პრობლემური. მისი ამოქმედებისთვის ყოველდღე ახალ-ახალ მიზეზებს გვთავაზობენ. თავდაპირველად მიზეზად გამჭვირვალობა დასახელდა, მაშინ როცა ისედაც გამჭვირვალეა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს დახმარება. მისი მიზანი ამერიკული ვარიანტისგან სრულიად განსხვავდება. შემუშავებული კანონპროექტი საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს თანამემამულეების დახმარებაში ხელს შეუშლის. ეს დააბრკოლებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილებაზე, ბიზნესასოციაციებს, იურიდიული დახმარების ორგანიზაციებს, ორგანიზაციებს, რომლებიც ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარებიან და სხვა. ნათელია, რომ ეს კანონი მსგავსია რუსული კანონმდებლობისა, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული მოსაზრების ჩაჩუმებაა. ზუსტად ეს დავინახეთ რუსეთის მაგალითზე. იქ ამ კანონმა ეფექტურად იმოქმედა და გააჩუმა სამოქალაქო საზოგადოება. საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ გაემართა დემოკრატიული ინსტიტუციები, იბრძოლა დემოკრატიისთვის და მოქალაქეთა თავისუფლებისთვის. ეს კანონი ამ კუთხით ქართული საზოგადოების ყველა მიღწევას საფრთხეს შეუქმნის. სწორედ ამიტომ, საქართველოს დიდი ხნის პარტნიორები, როგორებიც არიან აშშ, ევროკავშირი, გაერო და სხვადასხვა ორგანიზაციები ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ჩემი აზრით, შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს მდგომარეობს იმაში, თუ რაში სჭირდება საქართველოს ეს კანონი”.

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “უცხოურ აგენტებზე” კანონს  გამოეხმაურა.