აგენტების მეშვეობით რუსეთი უკრაინის შიდა დესტაბილიზაციას გეგმავს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ რუსეთი თავისი აგენტურის მეშვეობით გეგმავს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას. მისი განმარტებით, აგენტები თავს უკრაინის პატრიოტებად ასაღებენ.

“რუსეთის ფედერაცია არ ცვლის თავის გეგმებს – ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს განადგურება, ჩვენი მოსახლეობის განადგურება… რუსეთის აგენტების მეშვეობით უკრაინის შიდა დესტაბილიზაციის საკითხი ნომერ პირველია რუსეთის ფედერაციისთვის.

ახლა მიმდინარეობს ოპერაცია პირობითი სახელწოდებით „ქამელეონი“, როდესაც რუსი აგენტები თავს ასაღებენ უკრაინის პატრიოტებად”,– განაცხადა დანილოვმა.

მისივე ცნობით,რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დიდი რაოდენობით იარაღი და მომდევნო რამდენიმე კვირა ძალიან რთული იქნება.

დანილოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი ახორციელებს ჯარების კონცენტრირებას და თავს ესხმის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებს, გეგმავს მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას.