ძალიან ბევრი ადამიანი გასამართლდა ნაცმოძრაობის წარმომადგენელი მაღალ, საშუალო, დაბალ დონეზე, მათ შორის, სააკაშვილი.
ასობით ასეთი პირია სამ სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, ანუ ამ აგენტურის გასამართლებაზე, რასაც თავისუფლად შეიძლება მოჰყვეს ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც, რა თქმა უნდა.
საზოგადოებამ იცის, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც კი საბოლოო ჯამში, სრულიად მოეფინება ნათელი ყველა დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება წავიდეს, ბუნებრივია, ინდივიდუალურ სასჯელებამდეც.
რაც შეეხება ფორმებს, ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ არჩევნების შემდეგ. ეს არის ეროვნული ამოცანა, მე ასე ვიტყოდი, რადგან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია ეწოდება დამნაშავე, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას, ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთ ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას.
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-თან.