ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენები აგვისტოშიც არ აღდება, მაგრამ კონკრეტულ ფრენებს დაუშვებენ.
“ჩვენ აგვისტოში გავაგრძელებთ რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს, მაგრამ დავუშვებთ კონკრეტულ ფრენებს უსაფრთხო დერეფნების მიხედვით, რაც ჯერ კიდევ მაისში იყო ჩვენი ტაქტიკა და პოლიტიკა ცნობილი ამ თვალსაზრისით”,– ამბობს თურნავა.
მინისტრი იხსენებს, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ Rynair და Wizzair ქართულ ბაზარზე შემოსულიყვნენ. მისი თქმით, ავიაკომპანიებთან მთავრობა ცდილობს ოპტიმალური რაოდენობის ფრენებზე “გავიდეს”, რაც არც კომპანიებს დააზარალებს და არც ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად.
თურნავა აღნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობაში მთავრობას არანაირი მედიატორი არ სჭირდება, რადგან მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ.
“ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია – ეს არის ადამიანების დაცვა”,– განაცხადა თურნავამ.