ახლადრებილიტირებულ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისში დღეს ორი აქცია დაანონსდა. ორგანიზატორები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ. ერთი აქცია საღამოს 5 საათზე თბილისის მერიასთან, ხოლო მეორე – საღამოს 8 საათზე პარლამენტთან დაიგეგმა.
”კალაძემ, მორიგი კორუფციული სქემით იმსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე! ქალაქის მერი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს კორუფციული გზით ფლანგავს და მუდმივად საფრთხეს უქმნის ქალაქის მაცხოვრებელთა სიცოცხლეს – უნდა წავიდეს!
ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში 13 მილიონი დაიხარჯა, კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო არის “გრინსერვის+”, რომლის ხელმძღვანელიც 2013 წელს თავად ქართულმა ოცნებამ დაიჭირა!
აღნიშნულ კომპანიას 60მლნ-ზე მეტი ლარის ტენდერები და 43 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა განხორციელებული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს ტენდერი მოიგო!
აგოს პასუხი კახი კალაძემ! ნაკლების ნახვა” – აცხადებენ ორგანიზატორები.