მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან, 7 აპრილიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება.
საქსტატის 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აგრარულ ბაზრობებზე სულ 45,100 ადამიანია დასაქმებული. მათგან 20 ათასი მხოლოდ თბილისში. გამოდის, რომ დღეიდან, თბილისში ბაზრობების აკრძალვით 20 ათასი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოში სულ 208 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, აქედან 64 დედაქალაში მდებარეობს. თბილისში ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანიების 44% და ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5% მოდის.
ამასთანავე, ბაზრები უკვე დაკეტილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის იმერეთში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, ამიტომ ზუსტი ციფრი, რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევრად, უცნობია.
ამ გადაწყვეტილებას ბაზრების თანამშრომლების უკმაყოფილება მოჰყვა.