„რამდენიმე სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა კლინიკებში, მათი რიცხვი დაახლოებით ორი ათეული იქნება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ტვ-პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რამდენიმე სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა კლინიკებში, მათი რიცხვი დაახლოებით ორი ათეული იქნება. ჩვენს კლინიკაში ინფიცირების შემთხვევა საბედნიეროდ არ ყოფილა, თუმცა ეს არ არის საზომი, რადგან სხვა კლინიკის შიგნით იყო შემთხვევები.
შემთხვევები ჭარბობს სასწრაფო დახმარების ექიმებში, რადგან მათ უხდებათ უშუალოდ პაციენტთან ურთიერთობა და მისი გადაყვანა სტაციონარში.ბათუმში იყო მედიცინის მუშაკის ინფიცირების პირველი შემთხვევა. მე ჩავედი ბათუმში და პირადად გავეცანი ამ ამბავს. ექიმს ისეთ პაციენტთან უხდებოდა ურთიერთობა, რომელიც აგრესიული და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, თან კოვიდით ინფიცირებული.
შეიძლება ითქვას კმაყოფილი დავრჩი რომ ერთი პაციენტის დაინფიცირება მოახდინა და არა ბევრის. ძალიან ძნელია ასეთ პაციენტებთან უსაფრთხოდ მუშაობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.