მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს მთავარი სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ დღეს 25 ახალი ინფიცირებულის გამოვლენა აგრესიული ტესტირების შედეგია.“ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, – თქვა ეზუგბაიამ. მის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლება სტატისტიკით მანიპულირებაში და იმაში დაადანაშაულეს, რომ ის ტესტირებას არ ჩქარობს, რათა ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზარდოს.
ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს:
“აგრესიული ტესტირება უნდა გაუქმდეს!
რა კარგად ვიყავით ყველანი, ეგ ნაძირლობა სანამ დიდ ციფრებს არ დაგვიდებდა და ნერვებს არ მოგვიშლიდა! როგორ გვჯეროდა, რომ ამერიკას ვუსწრებთ ჯანდაცვაში, რომ ცერცვაძე და ეზუგბაია ყველაზე დონე ინფექციონისტები არიან და ფაუჩი მაგათი ლაბორანტი იყო თავის დროზე, აშშ-სსრკ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და ახლაც მაგათ ეკითხება რჩევებს! როგორ ზუსტად ვიცოდით, რომ საბოლოოდ მარტო ჩვენ გადავრჩებით პლანეტაზე და თეთრ სახლში ბერა გარეპავდა ხოლმე და ინდაურის ნაცვლად ფარშევანგს გაუშვებდა საშობაოდ!
გააუქმეთ სასწრაფოდ! დაგვიბრუნეთ ჩვენი თითქმის ახდენილი ქართული ოცნება!“