პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აგროდაზღვევის პროგრამა ნერგებზეც, მათ შორის ვაზზეც გავრცელდება.
მისი თქმით, ამ დრომდე პროგრამა მხოლოდ მიღებული მოსავლის რისკს აზღვევდა.
“გარდა იმისა, რომ ჩვენს ფერმერები ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მთავარი ისაა, რომ ეს [აგროდაზღვევის] პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის რისკს. ბევრ ჩვენს ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი, დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალი, უფრო ხარისხიანი ნერგები იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები”, – თქვა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
რაც შეეხება პროგრამის ბენეფიციარებს, ეს შეეხება ყველას, ვისაც მოსავალი ან ნერგები 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაუზარალდა.