ადამიანების გამოკეტვა მარნეულსა და ბოლნისში არაკონსტიტუციურია – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები ვირუსის შეკავებასთან კავშირში არ არის, მარნეულსა და ბოლნისში ხალხის ჩაკეტვა კი არაკონსტიტუციურია.

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლო გირჩის წევრის გიორგი ჭაუჭიძის სარჩელს განიხილავს. სასამართლო მსჯელობს, იყო თუ არა კონსტიტუციური იყო მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვა

,,ერთადერთი რა შედეგიც ამან მოიტანა, არის ის, რომ დააზარალა უამრავი ადამიანი და დატოვა შემოსავლის გარეშე. მათ შორის, შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი არის არაკონსტიტუციური და ჩვენ რამდენიმე სარჩელი გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ადამიანების გამოკეტვა ამ ორ რეგიონში იყო არაკონსტიტუციური, – აცხადებს ჯაფარიძე.

“გირჩი” საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სარჩელითაც მიმართავს. პარტია ითხოვს, რომ კომენდანტის საათი არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს. ამ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება და არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვის მოქალაქეებს გამოუწერეს.