“ადამიანების მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მოსყიდვაზე რომ მიუთითო”, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი მთავრობის მიერ ფინანსური დახმარებების დაანონსებას.
ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოში რთული ვითარებაა, ამიტომ სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის ერთობლივი მუშაობით პრობლემები დაიძლევა.
“არის მთელი რიგი დახმარებები, რომლებიც ვერ ჩაითვლება მოსყიდვად, მტერი უნდა იყო ადამიანის, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს.
რთული ვითარებაა და იმედი გვაქვს, რომ სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის ერთობლივი მუშაობით ამ პერიოდს დავძლევთ, არჩევნებსაც ჩავატარებთ მაღალ დონეზე და მომავალი წლისთვის უფრო მომზადებულები ვიქნებით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.
გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.
მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.