“უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ბრიფინგებზე ფოტოებით იაროს და პრესკონფერენცია გამართოს. ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის, საერთო მტერია და უკრაინას უტევს და ამ დროს, ის იცლის, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სურათებით იაროს, რომელსაც, სხვათა შორის, ის, სადაც ახლა ზის, ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს ჩემთვის გაუგებარია. მე უკრაინელ ხალხს გამარჯვებასა და ღირსეულ ხელისუფლებას ვუსურვებ”

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს.