გადახედეთ, ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. ერთს ჰგონია, რომ ქვეყანას ჰყავს ბატონები და მათ უნდა ვემონებოდეთ. ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია რაიმე სასიკეთო გაუკეთონ თავიანთ ქვეყანას. ხალხი ყველაფერს ხედავს, ნუ ჰგონიათ, რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვინმეს მოატყუებენ. საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს. როგორც წინა წლებში, ასევე 2024 წელს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებებზე.