“ბიძინას გამოჩენამდე პერიოდი რომ გაიხსენოთ, საზოგადოებაში აღარ იყო რწმენა, რომ ვინმეს შეიძლება მიშა დაემარცხებინა. აქციები იყო, ოპოზიციამ ყველაფერი ცადა, არაფერი გამოვიდა და ხალხმა დაკარგა რწმენა, რომ იმხელა რესურსი გააჩნია მიშას, რომ მისი მომგები არავინ არ არის. ბიძინამ მაშინ გადატეხა ეს სიტუაცია ბევრი სხვადასხვა ფაქტორების გამო. ახლა გვაქვს ეგეთი მოცემულობა – ადამიანებს არ სჯერათ, რომ ბიძინას მომგები ვინმე არის ამ ქვეყანაში.

ოპოზიციურმა ერთობამ მოიტანა, რომ ადამიანებს გაუჩნდათ რწმენა, რომ იქნებ ერთად მაინც რაღაც გამოვიდეს. და გამოვიდა, ჩემი აზრით, ამ მოცემულობა მაინც მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველამ დაიჯერა, რომ არა გაყალბებები, ოპოზიციას მოგებული აქვს ეს ყველაფერი. თუმცა საბოლოო ჯამში ეს ვერ აღმოჩნდა გადამტეხი, ამიტომ გვჭირდება გადამტეხი მოგება და არა პატარა პროცენტით მოგება. მაგის მიღწევა არ არის მარტივი ამბავი. საბჭოთა კავშირს რომ ეჭიდავები, ეგეთი რაღაცაა”

განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.