ადამიანებს ეღიმებათ, არ სჯერათ, რომ ეს არის ფაქტორი – კეკენაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

“მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატი, თამარ კეკენაძე ამბობს, რომ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე ეღიმებათ, რადგან არ სჯერათ, რომ ეს არის ფაქტორი.

“მე თბილისში დავდივარ კარდაკარზე და ადამიანები ამ თემაზე [სააკაშვილის ჩამოსვლაზე] უფრო ღიმილით საუბრობენ, იმიტომ რომ თვითონაც აღარ სჯერათ, რომ ეს არის ფაქტორი. მე გიზიარებთ ყოველდღიურ განწყობებს, დღესაც მთელი დღე გლდანში დავდიოდი კარდაკარ. უბრალოდ ეღიმებათ, ამაზე უკვე ხუმრობები არის”,– ამბობს ის TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. მან კიევი-თბილისის რეისის ფოტო გამოაქვეყნა.