ადამიანი, ვისაც ოზურგეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, ქორწილში იყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირველი ადამიანი, ვისაც ოზურგეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, ქორწილში იყო.

“ოზურგეთში დადასტურებული პირველი შემთხვევა, ვიცი, რომ ნამყოფია ქორწილში. ვიცი, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, როგორც გურიის, ასევე აჭარის მუშაობენ ამ საკითხზე და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 5 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში გამოვლენილი პირველი ინფიცირებული 350-კაციან ქორწილში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1302 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 19.