ადამიანი როცა მუშაობს, იღლება და კარგია – ლადო კახაძე პრეზიდენტზე

“კუნთის თვისებაა დაიღალოს და ამუშავდეს. ადამიანი როცა მუშაობს, იღლება და კარგია”, – ასე უპასუხა ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში ოთხჯერ თქვა, რომ დაიღალა.

კახაძე თქმით, კუნთების დაძაბვა ასევე შეიძლება გამოიწვიოს “ოპოზიციის წინააღმდეგობრივმა ქმედებებმა”

“კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს, ეს არის მისი თვისება რესურსი გამოიყენოს. პრეზიდენტის განცხადება, ალბათ, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წელიწადია იბრძვის, იღწვის დემოკრატიის გზაზე, მიდის ევროკავშირის გზაზე. გარკვეულწილად, ზოგჯერ არის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის მხრიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულად კუნთის გადაძაბვა”,- განაცხადა კახაძემ.