ადამიანს უჭირს სიარული, საშინელი საყურებელია – ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს სიარული უჭირს და “საშინელი საყურებელია”.

“თითქოს ჯოჯოხეთი გავიარეთ, მაგრამ რომ ვუყურებ, გავიარეთ? ტრავმა რომელიც ფსიქოლოგიურია ძალიან თვალშისაცემია, ადამიანს უჭირს სიარული, ნორმალური სიარული მაგისი არ მახსოვს, დაფრინავდა ხოლმე და ახლა უცებ ვხედავთ, რომ ვეღარ დადის, საშინელი საყურებელია”,– თქვა ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 21-ში დაანონსებულ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს და ფიქრობს, რომ ძალის ჩვენება მისი სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი საშუალებაა.