დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკურორტო ადგილებში პირბადის ტარების წესს ადგილობრივები უფრო იცავენ, ვიდრე ტურისტები.
“საკურორტო ადგილებში საერთოდ არავინ იცავს [პირბადის ტარების კანონს], განსაკუთრებით ტურისტებთან მიმართებით არ ვიქნებით უფრო რადიკალური რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით. რასაც ვაკვირდებით, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, ვიდრე ტურისტები.
ის 700 შემთხვევა რაც დღეს გვაქვს და 1 000 რაც გუშინ გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენციაა, საქართველოსთვის არის საკმაოდ ბევრი და ამან შეიძლება ყოველდღიურად იჩინოს თავი ისევ მატებაში,”– ამბობს გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.