ადეიშვილი, ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამის შემოდება – ოხანაშვილი უკრაინაზე

“ადეიშვილი, ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამის შემოდება” – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

”ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა. ჩვენ შუამავალი ნაციონალური მოძრაობა თუ უნდა გვყავდეს უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროს უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა. კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან იმას რაც, არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს – როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად უკრაინაში. ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკების მაგიდასთან, მათი და შემდგომ ჩვენი რეაქცია გასაკვირი არ უნდა იყოს. ” – ამბობს ადეიშვილი.