შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის შეძლებს უკრაინაში ომი დაასრულოს. ფოქს ნიუსის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, არხიდან გაშვების შემდეგ ახლა საკუთარი იუთუბ არხი აქვს, ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის არაკომპეტენტურია:
“პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს, მან უნდა გამოგვიყვანოს რუსეთთან არაპირდაპირი კონფლიქტიდან უკრაინაში. ამის გაკეთება შესაძლებელია, ეს არც ისე რთულია. რა თქმა უნდა, ბაიდენს არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ის არაკომპეტენტურია, მაგრამ ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. არა ერთი, ან მეორე მხარის გულისთვის, არამედ იმიტომ, რომ ასობით და ათასობით ადამიანი იღუპება. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ თქვენს ბინაში და უცებ სახლში რაკეტები შემოფრინდება და ყველაფერი ინგრევა. და არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსები არიან თუ უკრაინელები, ეს უნდა შეწყდეს. და ამის შეჩერება საკმაოდ მარტივია. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არც დაიწყებოდა.“–თქვა ტრამპმა