ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბარში მიხეილ რამიშვილი განმარტავს, მისთვის უცობია, თუ რა რაოდენობის თანხა ინახებოდა ბაჩალიაშვილის ანაბარზე და კონკრეტულად ვის გულისხმობდა, ის, რომ ეს თანხა გამოეყენებინა.

„მე ვერ გეტყვით, ეს გამომძიებელია, რიგითი პოლიციელი, თუ თანამდებობის პირი, ამაზე კონკრეტულდ მამა გასცემს პასუხს, როცა ის საგამოძიებო ორგანოებში მივა. წარმოდგენა არ მაქვს რა პრობლემაზეა საუბარი, იმ პიროვნებამ მამას დაურეკა და უთხრა – „თქვენი შვილი შარებშიაო“. ამასთან, წერილი არ ყოფილა, ეს იყო ფერად ფურცელზე დაწერილი – ჩემ ანაბარზე არსებული თანხა გამოიყენეთო, ვისი მისამართით არის დაწერილი, ვინ უნდა გამოიყენოს, რომელ ანაბარზეა საუბარი, ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მოთხოვნა გაგზავნილია ყველა ბანკში და იქიდან როცა პასუხი მოვა, გავეცნობი და გეტყვით“, – აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.