ადვოკატის თქმით, ბექა გრიგორიადისმა სასამართლოზე თვითდაზიანება მიიყენა

ადვოკატ ლაშა შუკაკიძის განცხადებით 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში თვითდაზიანებები მიიყენა.

ამ ქმედებით, გრიდორიადისმა განაჩენის გამოცხადების მომენტში ამ ფორმით პროტესტი გამოხატა.

“ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა ბექა გრიგორიაიდისმა პროტესტის ნიშნად განაჩენის გამოცხადების მომენტში გამოიფატრა მუცელი მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე..” –  წერს ლაშა შუკაკიძე.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.