ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარს აცხადებს.
“ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში”,- თქვა შალვა ხაჭაპურიძე.