ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ დღეიდან ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეა.
“არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. თუ კი აქამდე მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღეიდან ის არის პოლიტიკური ტყვე. პროკურატურის პოზიციის თანახმად, ამ საქმის განხილვისთვის პატიმრობა არ არის აუცილებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ დატოვა პატიმრობაში ნიკა მელია. ეს არის ტყვეობა და მეტი არაფერი”, – თქვა საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, პროკურატურის შეთავაზება გირაოს გადახდასთან დაკავშირებით “უცხოელების მოსატყუებელი ტრიუკია”.
“ეს შეთავაზება პროკურატურის მიერ გაკეთებული იყო ტრიუკი გათვლილი იყო უცხოელების მოსატყუებლად და ეს დღევანდელ სასამართლოზე გამოჩნდა”, – აცხადებს საძაგლიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.