ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების შესახებ.
“როგორც ჩანს, არათუ მათთვის არის წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილება, ელემენტარული პატივისცემაც არ გააჩნიათ ტქვენს მიმართ, ტქვენს მიერ მირებული გადაწყვეტილების გაღღერებას ამ დარბაზში. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო ნაწილის 59-ე მუხლის ე ქვეპუნქტით, არსებობს გარემოება რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თქვენს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, ეს თავის მხრივ არის თქვენი, როგორც მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება. მოგმართავთ შუამდგომლობით, აიცილოთ ეს საქმე”, – უთხრა დიმიტრი საძაგლიშვვილმა მოსამართლეს.
შსს-ს განსაკუთრებულ დეპარტამენტის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ფორმულას ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ ყვითელ ავტობუსებში განთავსებული არიან სპეცრაზმელები, სპეციალური აღჭურვილობით, ფარებითა და ხელკეტებით. უცნობია, რას უკავშირდება სპეცრაზმის მობილიზება. შსს ეს ბაზა ახლოს არის ენმ-ს მთავარ ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.