ადიგენის მუნიციპალიტეტში 24 წლის ბიჭი დაჭრეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 24 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მას გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.