ადიგენში ხანძარია. ცეცხლი ტყის საფარს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და დაშავებულები არ არიან. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო დახმარების ჯგუფი მუშაობს. მეხანძრეებთან ერთად სამაშველო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.
ხანძრის გამოწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.







![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)







