საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება, 9 თებერვალს, ოფიციალური წერილით მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მილოცვის წერილი გაგზავნილია – საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა” – ნათქვამია მედიისთვის მიწოდებულ კომენტარში.