მამაკაცი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში შესული ბავშვები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანა დევი მეზურნიშვილია. როგორც ირკვევა, ის “ეკოსერვის ჯგუფის” თანამშრომელი და ვაკის პარკის მებაღეა. “ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა…” – იხსენებს, დემი მეზურნიშვილის დედა.
- “სამამ თბილისში წავიდოდა, ხან ვენახებში მუშაობდა, ხან კონკრეტულ ობიექტებზე. ბოლო პერიოდში თბილისში წავიდა, იქ სცადა თავისი ბედი. მუშაობს ვაკის პარკში. მისგან გუშინდელი საქციელი არ გამკვირვებია, რადგან ბუნებით ასეთი ადამიანია. ადრე ალაზანზე დადიოდა ხოლმე, მაშინაც ვიღაც გადაარჩინა. ისეთი ადიდებული წყლიდან გამოიყვანა ადამიანი, რომ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო. წუხელ გავიგეთ, რომ რაღაც მოხდა. არ ვიცოდით, რა მოხდა. როცა დაგვირეკა, თან ტიროდა. მოგვიყვა ყველაფერი, მართალია დენი მარტყამდაო, მაგრამ ბავშვები იყვნენო… თავადაც 16 წლის შვილი ჰყავს, დილასაც ვტიროდი, ალბათ, როგორ განიცდის მომხდარს, იმის თავიდან ხომ არ ამოვა ეს საშინელი რაღაც. მეამაყება ჩემი შვილის საქციელი”.- განაცხადა დევი მეზურნიშვილის დედამ.