თქვენ იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020, 2021, 2024 წლებში, ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება… ორმხრივი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკა იყო განსხვავებული და ეს პრაქტიკა იყო არასწორი.

დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი.

პრაქტიკა იყო ასეთი. იყო რბილი მიდგომა ყველა მიმართულებით, გახსოვთ, მათ შორის, თითქმის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც მერე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში 6 ადამიანი იყო დაჭერილი, მეტი არა.

იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჩემი მიდგომაა, რომ პრაქტიკა უნდა იყოს სხვანაირი, კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული.

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე.