“მე ძალიან არ მომწონს, არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები მანდატს დატოვებენ დღეს, ხვალ, ზეგ თუ მაზეგ. აბსოლუტურად მეათე ხარისხოვანია და ბიძინა ივანიშვილის სცენარის სასურველი განვითარებაა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხალხს მოვუწოდებდეთ ბრძოლისკენ, არამედ საეთერო დრო დავუთმოთ, რომელი პარლამენტის წევრი დატოვებს მანდატს. ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა. ამ წუთის მდგომარეობით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, ჩემთვის ეს საკითხი არის დახურული, ჩემთვის პარლამენტი, როგორც ასეთი, არ არსებობს.
ფორმულურად ჯერ კიდევ უდევს ჯიბეში ვინმეს მანდატი თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ? ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა”
ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია. ცნობისთვის, დეპუტატის მანდატი დატოვეს ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ნონა მამულაშვილმა და ანა წითლიძემ.