“ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ – უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. და ეს ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ – წინ და გამარჯვებისკენ”
აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა.