“აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა” – ამ ინიციატივით პარტია “ლელო” გამოდის. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლელო საქართველოსთვის წევრმა თაზო დათუნაშვილმა ისაუბრა.
“ქართული ოცნება შემჩნეულია ხშირად რუსულ ბიზნესთან თანამშრომლობაში და მჭიდრო კავშირში, რადგან მათი ოლიგარქი ლიდერი აგრეთვე ის კაცია, რომელმაც თავისი კაპიტალი რუსეთში დააგროვა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება შემჩნეულია მჭიდრო კავშირში რუსულ ბიზნესთან, შემოგვაქვს ინიციატივა, რომ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც სანქციებისათვის გვერდის ავლის ქვეყანა, საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც ფულის კეთების ადგილი რუსებისთვის, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და იმ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლების უმრავლესობა რუსები არიან, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება. საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული არ უნდა მიდიოდეს რუსულ ჯიბეში, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფული უნდა რჩებოდეს ქართულ ბიზნესში, საქართველოში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ემსახურებოდეს ომის ფინანსირებას რუსეთში და ათას სხვა ბოროტებას, რომელსაც პუტინის რეჟიმი ახორციელებს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა