გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს -კლეიტონი ლუკაშენკოს ვიზიტზე

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე  განცხადებას ავრცელებს და  ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებისა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციას უწოდებს.

“გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე”- წერს ის Twitter-ზე.