ავარიას კახეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შედეგად “ოპელის” მარკის ავტომობილი გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა. ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი და 25 წლამდე კაცი. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა.