წუხელ ახალქალაქში,დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა. დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, იყო უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად გარდაცვლილი. მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით 04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ალექსანდ თოროსიანი.