ავტობანზე, წეროვანში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევა ღამით მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.