ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, თემო ხასია მიწისძვრასა და ბათუმის ავარიულ სახლებზე დაწერილი “ხუმრობის” შემდეგ გადადგა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
მან გუშინ, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ბათუმის ავარიულ შენობებზე ხუმრობა სცადა, საზოგადოების რეაქციის შემდეგ კი პოსტი წაშალა.
ცნობისთვის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, გუშინ თბილისის დროით 22:25 საათზე დმანისში, სოფელ სამებაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.