“ავიაბილეთის თარიღი სანამ არ გვეცოდენება,როდის შემოვა ვაქცინა აღარ დავასახელებ”- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა, არარ დასახელდება მანამ სანამ, ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი არ გახდება ცნობილი.
“მწარმოებლის შეფერხებიდან გამომდინარე, ამ ვადამ კორონავირუსის ვაქცინის გადაიწია, რაც არ არის ჩვენი კონკრეტული პრობლემა. ეს პრობლემა არის ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც მსგავს სიტუაციაშია კოვაქსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მაგრამ გადავადების ხანგრძლივობა გვპირდებიან, რომ იქნება ხანმოკლე და ჩვენ შეპირებულ 30 ათას დოზას, რაც ვაქცინაციის დაწყების საშუალებას მოგვცემს, მივიღებთ ძალიან მალე. როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითიც ჩამოვა ეს ტვირთი აქ, უკვე ძალიან რთულია და მე მესმის დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დააანონსება”- განაცხადა გაბუნიამ.