ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D დივიზიონში მოთამაშე კლუბ “პალმასის” 4 ფეხბურთელი, ასევე კლუბის პრეზიდენტი მუკას მეირა და პილოტი.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით დაღუპულები გოიასის შტატის ქალაქ გოიანში, ადგილობრივ ვილა ნოვასთან სათამაშოდ მიფრინავდნენ. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი აფრენისას, ასაფრენი ბილიკის ბოლოს ჩამოვარდა.