ავლაბარში საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მას სავარაუდოდ აყვანილი ჰყავს მძევლები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს მოქალაქეებს.
ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.