ავსტრალიამ რუსეთის დუმის 144 დეპუტატს სანქციები დაუწესა – სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილებიც არიან. მაღალჩინოსნების ქალიშვილებს ავსტრალიაში მოგზაურობაც აეკრძალათ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სანქციების პირველი პაკეტი 23 თებერვალს დაუწესა.