პოტენციური ვაქცინა – NVX-CoV2373 ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია “ნოვავაქსმა” შეიმუშავა. კომპანია ვაქცინაზე მუშაობას იანვარში შეუდგა, როდესაც ჩინეთში “კოვიდ-19”-ის აფეთქება დაიწყო. ვაქცინის დანიშნულება, სხეულის იმუნური რეაქციის გაძლიერება და გამანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალი დონის სტიმულირებაა.
ვაქცინა თუ იმუშავებს, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის 100 მილიონ, მომდევნო წელს კი 1.5 მილიარდ დოზას დაამზადებენ.
მკვლევარები ამბობენ, რომ “ვაქცინა სასწაულს ახდენს და ამ მძიმე დაავადებებისგან მოსახლეობის დაცვის შესანიშნავი გზაა.”
ავსტრალიის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს გამოცდა, კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის გლობალურ რბოლაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. გამოცდის ზოგიერთი მონაწილე პლაცებოს მიიღებს, სხვები კი “ნოვავაქსის” პრეპარატს.
ადრეულ შედეგებს ივლისისთვის ელიან და მეცნიერები ფიქრობენ, რომ “გარკვეული შემაჯამებელი შედეგები ამ წლის ბოლოსთვის ექნებათ”. გამოცდების მეორე ფაზაში, რამდენიმე ქვეყანაში ათასობით მოხალისე ჩაერთვება. მოხალისეებს ჯერ კიდევ ეძებენ და კვლევითი ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტის დროს ცოცხალი კორონავირუსი არ გამოიყენება.
“ნოვავაქსმა”, ნორვეგიაში ბაზირებული ეპიდემიური მზადყოფნის სიახლეების კოალიციისგან 388 მილიონი დოლარი მიიღო. ამჟამად, კორონავირუსის 100-ზე მეტი პოტენციური ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს და დაახლოებით 12 კვლევა, ადამიანზე გამოცდის სტადიამდე მივიდა.
წყარო: ამერიკის ხმა