ავსტრალიის სანაპიროსთან 55 წლის წინ ჩაძირული გემი, MV Noongah-ი იპოვეს, რომელზეც 21 ადამიანი დაიღუპა.
71 მეტრი სიგრძის გემი, 1969 წელს, ნიუ საუს ველსის სანაპიროსთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. ეკიპაჟის 26 წევრიდან, მაშველებმა 5 ადამიანის ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს თუმცა გარდაცვლილებიდან მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
MV Noongah-ი სამძებრო სამუშაოები, ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამძებრო ოპერაციად ითვლება.
გემის ჩაძირვის ადგილი, ავსტრალიურმა სამეცნიერო სააგენტომ, ზღვის ფსკერის მაღალი რეზოლუციის რუკებისა და ვიდეო კადრების გამოყენებით ოფიციალურად დაადასტურა.